“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გიორგი მამალაძის მხრიდან კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა, რომ თითქოს მას ირაკლი მამალაძემ გადასცა იარაღი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა.
როგორ პროკურორი აღნიშნავს, დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ირაკლი მამალაძეს შემხებლობა არ ჰქონია ცეცხლსასროლ იარაღთან.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ლილი გელაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მასთან ირაკლი მამალაძე მივიდა კონსულტაციის მიზნით და განუცხადა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე დაინტერესებული იყო კალიუმის ციანიდის შეძენით.
”აღნიშნულთან დაკავშირებით ლილი გელაშვილმა გაუწია კონსულტაცია ირაკლი მამალაძეს, რის შემდეგაც რამდენჯერმე შეხვდა იგი გიორგი მამალაძეს და მოხდა აუდიო და ვიდეოჩაწერა. ამის შემდეგ ირაკლი მამალაძემ მიმართა პროკურატურას”, – განაცხადა პროკურორმა.