სიმართლე გითხრათ, ზუსტად ასეთ ანგარიშს ველოდებოდი, რადგანაც ძალიან გაუჭირდათ აქ საკუთარი გავლენების დამკვიდრება, ვერ დახვდათ ნოყიერი ნიადაგი, იმის მიუხედავად რომ ან ნიადაგის შექმნაში მილიონები და მილიარდები ჩახარჯეს – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.
ანჯაფარიძის შეფასებით, გამწარებულები არიან, რადგან ის შედეგი ვერ მიიღეს რასაც ელოდნენ და სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ვერ შეიცნეს ბოლომდე საქართველო.
„რომ იტყვიან, ამით ყველაფერი ნათქვამია. კონკრეტულად ის, რომ ჩვენ ქართველებს გვეუბნებიან და გვკადრებენ, რომ ხელი საბოლოოდ ავიღოთ ეროვნულ ღირსებაზე, ადათ-წესებზე, ტრადიციებსა და სარწმუნოებაზე.
სიმართლე გითხრათ, ზუსტად ასეთ ანგარიშს ველოდებოდი, რადგანაც ძალიან გაუჭირდათ აქ საკუთარი გავლენების დამკვიდრება, ვერ დახვდათ ნოყიერი ნიადაგი, იმის მიუხედავად რომ ან ნიადაგის შექმნაში მილიონები და მილიარდები ჩახარჯეს. ჰოდა, გამწარებული არიან რომ ის შედეგი ვერ მიიღეს რასაც ელოდებოდნენ.
ვერ შეიცნეს ბოლომდე საქართველო.“ – წერს ანჯაფარიძე.

