დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდმა Dragon-მა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ აიღო კურსი.
ლონდონის მიერ ამ რეგიონში სამხედრო გემის გაგზავნა მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკეს, კვიპროსისთვის შექმნილ პოტენციური საფრთხეებზე დაგვიანებული რეაგირებისთვის.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თქმით, გემი ძალიან მოკლე დროში აღიჭურვა – სამუშაო, რომელსაც ჩვეულებრივ დაახლოებით ექვსი კვირა სჭირდება, ექვს დღეში დასრულდა. სამხედრო-საზღვაო გამანადგურებელი კვიპროსის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დაახლოებით ხუთ დღეში ჩავა.
ამავდროულად, ლონდონი-სიტის გადაზიდვებისა და დაზღვევის სექტორის წყაროები იუწყებიან, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში კომერციული ნაოსნობა, სიფრთხილის მაღალი ხარისხის დაცვით, ისევ გრძელდება.
ბერძნულ საზღვაო გადამზიდავ კომპანიებთან დაკავშირებულმა ტანკერებმა უკვე ჩატვირთეს ნავთობი სპარსეთის ყურეში და სრუტისკენ მიემართებიან, რამდენიმე გემი კი დაბალი სიჩქარით მოძრაობს ან გაჩერებულია. ამავე დროს, საზღვაო გადაზიდვების მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო დღეებში რეგიონში გემების მიმოსვლა, ჩვეულებრივ მაჩვენებლებთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა, რადგან ბევრი გემის მფლობელი, შექმნილი სიტუაციის გამო, ლოდინისა და დაკვირვების ტაქტიკას ირჩევს.
როგორც ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს განუცხადა, გაერთიანებული სამეფო მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ნავთობის საერთაშორისო სტრატეგიული მარაგების ბაზარზე გატანაში იმ შემთხვევაში, თუ ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე იმოქმედებს.
ამასთან, გაზრდილი სამხედრო აქტივობა ფიქსირდება ბრიტანულ ავიაბაზაზეც, საიდანაც, ირანის სამხედრო ობიექტებისთვის დარტყმების მისაყენებლად, სამშაბათს, სულ მცირე, სამი ამერიკული B-1 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა.
