18 მარტის გამთენიისას, საკვანძო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული მძიმე დარტყმის შემდეგ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა.
ოთხშაბათს, დილის 6:30 საათზე ქვეყნის ენერგომომარაგების ერთ-ერთ მთავარ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა, რამაც მასშტაბური ზიანი გამოიწვია. მთლიანად გაჩერდა „ჰაბსანის კომპლექსი“, რადგან ღამით მოგერიებული შეტევების დროს ჩამოცვენილმა ალმოდებულმა ნამსხვრევებმა გაზგამანაწილებელ ობიექტებზე ხანძარი გამოიწვია.
საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERTnews) კორესპონდენტის, ქრისტინა მანიატის ცნობით, რომელიც დუბაიში იმყოფება, შექმნილი სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულად ფასდება – საფრთხის ქვეშ დადგა მომდევნო 48 საათის განმავლობაში ქალაქების წყალმომარაგება, ვინაიდან დაზიანდა სისტემა, რომელიც წყლის გამამტკნარებელ ქარხნებს უშუალოდ ემსახურება.
კრიზისი საერთაშორისო ავიამიმოსვლასაც შეეხო – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ავიაკომპანია Cathay Pacifi-მა ფრენები 30 აპრილამდე შეაჩერა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აშშ-ის პერზიდენტი, დონალდ ტრამპი საპასუხო ზომების მიღებით უმუქრება. თავის მხრივ, საამიროების ხელისუფლება შესაძლო საბანკო შეზღუდვების და კაპიტალზე კონტროლის დაწესების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
სულ უფრო იზრდება კრიზისით გამოწვეული ადამიანური დანაკარგები. სარაკეტო ნამსხვრევებისგან აბუ-დაბიში დაიღუპა 33 წლის ქალი, რითაც კონფლიქტის დაწყებიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობამ რვას მიაღწია.
https://www.ertnews.gr/eidiseis/to-ertnews-sta-iae-se-antistrofi-metrisi-48-oron-ta-apothemata-nerou-8-nekroi-apo-tin-enarksi-tis-krisis/
