რუსეთი ირანისთვის საიმედო პარტნიორად რჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში ისაუბრა, სადაც ირანელებს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა.
„ვლადიმერ პუტინმა ირანელ ხალხს ამ მძიმე განსაცდელებზე ღირსეული გამარჯვება უსურვა, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რთულ დროს მოსკოვი თეირანის ერთგულ მეგობარ და საიმედო პარტნიორად რჩება“, – რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს კრემლის პრესსამსახური ციტირებს.
რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ნოვრუზის მისალოცი წერილი ირანის უზენაეს ლიდერს, მოჯტთაბა ხამენეის და პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს გაუგზავნა.
მათივე ინფორმაციით, პუტინმა ნოვრუზის დღესასწააული ასევე მიულოცა აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს.
კომენტარები
