ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლონდონში ირანის ელჩი სეიდ ალი მუსავიდაიბარა. უწყების განცხადებით, ეს ნაბიჯი გაიდგა თეირანის „გაუფრთხილებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების“ გამო როგორც ბრიტანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი განმარტავს, რომ ეს ასევე დაკავშირებულია ორი მამაკაცის დაკავებასთან ირანთან სავარაუდო კავშირის გამო.
მათ ბრალად ედებათ სადაზვერვო სამსახურისთვის დახმარების გაწევა და სხვადასხვა ობიექტების დაზვერვა, მათ შორის ბრიტანეთის უძველესი სინაგოგის.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ დაადასტურა, რომ ირანმა ინდოეთის ოკეანეში მდებარე ბრიტანულ-ამერიკულ სამხედრო ბაზას, დიეგო გარსიას დაარტყა.
კომენტარები
