რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტებითა და დრონებით უკრაინის რეგიონებზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი დიაკივნიჩის განცხადებით, თავდასხმის შედეგად პოლტავაში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები. შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო 11 დაშავდა.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ივან ფიოდოროვი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რუსეთის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ექვსი მრავალბინიანი და ორი კერძო სახლი, მაღაზია, სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტი.
ზაპოროჟიეში დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა ხუთი ადამიანი.
კომენტარები
