თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებასთან ახლოს არიან.
ტრამპმა აღნიშნა, რომ სურს, ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი „მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და შეთანხმება გააფორმონ“.
„ვფიქრობ, ისინი უკვე ახლოს არიან ამასთან, თუმცა ამას უკვე დიდი ხანია ვამბობ. მე რვა ომი მოვაგვარე. თითოეული მათგანი ამაზე რთული უნდა ყოფილიყო. ეს კი ყველაზე მარტივი უნდა ყოფილიყო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, ამერიკის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ ზელენსკი და პუტინი – „ეს არის ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი ნამდვილად სძულთ“.
„სიძულვილი ხელს არ უწყობს შეთანხმებების გაფორმებას“, – დასძინა ტრამპმა.
კომენტარები
