აშშ მოლაპარაკებებს საკუთარ თავთან აწარმოებს, – ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის სპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაქარიმ განაცხადა.
მისივე თქით, სიმართლეს არ შეესაბამება აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თეირანსა და ვაშინტონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მიაღწია თუ არა თქვენი [აშშ-ის] შინაგანი ბრძოლის დონემ იმ ეტაპს, როდესაც საკუთარ თავთან მოლაპარაკებებს აწარმოებთ? ჩვენნაირი ადამიანები ვერასდროს შეეწყობიან თქვენნაირ ადამიანებს“, – განაცხადა სპიკერმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ინვესტიციები და ნავთობზე ომამდელი ფასები იქამდე არ დაბრუნდება, ვიდრე ვაშინგტონი არ დაეთანხმება, რომ რეგიონული სტაბილურობა ირანის შეიარაღებული ძალების მიერ არის გარანტირებული.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა, რომ ირანი აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
