თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “TV პირველის” ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს “POSTV-მ” მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა.
“TV პირველის” ჟურნალისტები ითხოვდნენ მორალური ზიანის ანაზღაურებასაც, რაც სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა.
“POSTV-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემყარებოდა “კოკა-კოლას” მფლობელ თემურ ჭყონიასთან ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც ჭყონია ადასტურებდა, რომ “TV პირველის” აღნიშნულ ჟურნალისტებს ხელფასებს უხდის.
კომენტარები
