ცეცხლის დროებითი შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების შემდეგ დაწყებულ ნავთობის ფასების ვარდნას, 8 აპრილს, ევროპაში ბაზრების გახსნისთანავე, გაზის ფასების დაახლოებით 20 პროცენტით შემცირება მოჰყვა.
ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები, სავარაუდოდ, მალე დაიწევს. თუმცა, ანალიტიკოსები სიფრთხილეს იჩენენ, რადგან კვლავ არსებობს კითხვები ჰორმუზის სრუტის ეფექტურ განბლოკვასთან დაკავშირებით და იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა ცეცხლის შეწყვეტას ომის რეალური დასრულება.
ვაჭრობის დაწყებიდან მალევე, დილის 7 საათზე (ლისაბონის დროით), ჰოლანდიური TTF (Title Transfer Facility) ფიუჩერსული კონტრაქტი, რომელიც ევროპაში საორიენტაციო ნიშნულად მიიჩნევა, 20 პროცენტზე მეტით დაეცა და 42.5 ევრომდე ჩამოვიდა, თუმცა ცოტა მოგვიანებით, ოდნავ მოიმატა 43 ევრო შეადგინა.
ნავთობის ფასები მას შემდეგ დაეცა, რაც აშშ-მა და ირანმა გამოაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნაზე შეთანხმდნენ და პარასკევს მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
მსოფლიო ნავთობის გადაზიდვის 20 პროცენტი ჰორმუზის სრუტეზე მოდის.
ნავთობზე ფასების კლებამ, თავდაპირველად, 15 პროცენტსაც კი გადააჭარბა, თუმცა დილის დაახლოებით 5 საათისთვის, აშშ-ის ეტალონური მარკის, West Texas Intermediate-ის (WTI), ნედლი ნავთობის ფასის ვარდნა ოდნავ, 14.53 პროცენტამდე შემცირდა და და 96.54 დოლარის ნიშნულზე შეჩერდა.
ფასი შემციდა (13.13 პროცენტით) ჩრდილოეთის ზღვის „ბრენტის“ მარკის ნედლ ნავთობზეც, რომელიც გლობალური ბაზრის ორიენტირია, და მან 94.92 დოლარი შეადგინა.
აშშ დოლარის კურსი ძირითადი ვალუტების მიმართ დაეცა და გირვანქა სტერლინგთან 1 პროცენტზე მეტითაც კი გაუფასურდა.
აზიის ქვეყნებში (მაგალითად, იაპონიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში) აქციების ფასები სწრაფად გაიზარდა, რადგან ინვესტორები ფიქრობენ, რომ ევროპაში ეკონომიკა მალე გაუმჯობესდება.
ბაზრების „განწყობა“ მკაფიო სიგნალს იძლევა, რომ ინვესტორები ჰორმუზის სრუტის გახსნას მიესალმებიან.
https://www.rtp.pt/noticias/mundo/precos-do-gas-e-do-petroleo-na-europa-a-cair-apos-acordo-de-cessar-fogo_n1732199
