კიევში, სუპერმარკეტთან სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, საავადმყოფოში გადაყვანილია 10 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ამ დროისთვის 10 ადამიანია ჰოსპიტალიზებული ჭრილობებითა და ტრავმებით. ყველას უტარდება სამედიცინო დახმარება. ოთხი მძევლის გადარჩენა მოხერხდა. ოპერატიული გამოძიების იმედი გვაქვს. უკრაინის ეროვნული პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ. შინაგან საქმეთა მინისტრსა და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს დავავალე, საზოგადოებას მიაწოდონ ამ საქმესთან დაკავშირებით გადამოწმებული ინფორმაცია“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიდევ ხუთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
რაც შეეხება თავდამსხმელს, ის 58 წლის მოსკოვში დაბადებული მამაკაცია, რომელიც უკრაინის მოქალაქეობას ფლობდა. ის დაკავების დროს იქნა ლიკვიდირებული.
თავდასხმის მოტივი უცნობი რჩება.
