ირანში ორი მამაკაცი – მოჰამად მასუმ შაჰი და ჰამედ ვალიდი ისრაელთან დაკავშირებულ „ჯაშუშურ ქსელში“ მონაწილეობისთვის სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ორივე პირი ბრალდებული იყო ისრაელის სადაზვერვო სამსახურ „მოსადთან“ დაკავშირებულ „ჯაშუშურ ქსელში“ მონაწილეობაში.
მედიის ცნობით, მოჰამად მასუმ შაჰს და ჰამედ ვალიდს საზღვარგარეთ, მათ შორის ერაყის ქურთისტანში ჰქონდათ მომზადება გავლილი.
მანამდე ირანულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ოთხი პირი „აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებულ ჯაშუშურ ქსელთან“ კავშირის გამო დააკავეს.
კომენტარები
