გარიგება, რომელსაც ჩვენ ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“ – იგი შედგენილია ბარაკ ჰუსეინ ობამასა და „მძინარე“ ჯო ბაიდენის მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს იყო გარანტირებული გზა ბირთვული იარაღისკენ, რაც არ მოხდება და ვერც მოხდება იმ შეთანხმებით, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ობამამ და ბაიდენმა ირანელებს 1.7 მილიარდი დოლარი მისცეს ნაღდი ფულით, რომელიც Boeing 757-ში ჩატვირთეს და ირანში გადააფრინეს, რათა „ირანის ხელმძღვანელობას ისე დაეხარჯა, როგორც მოესურვებოდა“.
„მან [ობამამ] მთლიანად დააცარიელა ბანკები ვაშინგტონში, ვირჯინიასა და მერილენდში. ბანკირები ამბობდნენ, რომ მსგავსი რამ მანამდე არასდროს უნახავთ. გარდა ამისა, ირანს ასობით მილიარდი დოლარი გადაუხადეს. მე რომ ის „გარიგება“ არ შემეწყვიტა, ბირთვულ იარაღს გამოიყენებდნენ ისრაელის წინააღმდეგ და მთელ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენს ძვირფას აშშ-ის სამხედრო ბაზებზეც. „ყალბი ამბების“ გამავრცელებლებს, როგორიცაა Washington Post-ის „ჟურნალისტი“ დევიდ იგნატიუსი, უყვართ „ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე“ საუბარი, თუმცა იციან, რომ ის სახიფათო იყო და სრული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის.
თუ შეთანხმება „ტრამპის“ დროს მოხდება, ეს იქნება მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ ისრაელისთვის და ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპისთვის, ამერიკისთვის და ყველა სხვა ადგილისთვის. ეს იქნება რაღაც ისეთი, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს, ნაცვლად იმ მრავალწლიანი სირცხვილისა და დამცირებისა, რომლის ატანაც არაკომპეტენტური და მხდალი ხელმძღვანელობის გამო მოგვიწია!“ – აღნიშნა ტრამპმა.
