დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ორი წევრი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლი ანდერსონმა და ზარა სულტანამ პრემიერ სტარმერს „მატყუარა“ უწოდეს.
საქმე ეხებოდა აშშ-ის ელჩად ჯეფრი ეპშტეინთან კავშირში ეჭვმიტანილი პიტერ მანდელსონის დანიშვნას. სტარმერი აცხადებდა, რომ მანდელსონის კავშირების შესახებ ინფორმირებული არ იყო, რაზეც ანდერსონსა და სულტანას მწვავე რეაქცია ჰქონდათ. პარლამენტის სპიკერმა დეპუტატებს მოუწოდა, თავიანთი სიტყვები უკან წაეღოთ, რასაც ისინი არ დათანხმდნენ. ამის შემდეგ მათ სხდომა დაატოვებინეს.
კომენტარები
