აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი.
უწყების განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამიერიდან ამ ობიექტურ საფუძველზე იხელმძღვანელებს.
„ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი: მამრობითი და მდედრობითი.
სახელმწიფო დეპარტამენტი იხელმძღვანელებს ამ ობიექტური საფუძვლით თანმიმდევრულობის, კონფიდენციალურობისა და საერთო სივრცეებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კომენტარები
