ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება არის დროის მოგების ხერხი, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერისა და მთავარი მომლაპარაკებლის, მოჰამედ ღალიბაფის მრჩეველმა, მაჰდი მოჰამადმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება არაფერს ნიშნავს. წაგებულ მხარეს არ შეუძლია პირობების განსაზღვრა. ბლოკადის გაგრძელება არ განსხვავდება დაბომბვისგან და მას სამხედრო პასუხი უნდა გაეცეს. ამავდროულად, ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება უდავოდ არის დროის მოგება მოულოდნელი დარტყმისთვის. ირანის მიერ ინიციატივის აღების დროა“, – აღნიშნა მოჰამადიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაგრძელდება, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება. მისივე თქმით, სამხედრო ძალებს ბლოკადის გაგრძელების შესახებ მისცა მითითება.
