აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ჰორმუზის სრუტის დახურვის სურვილი არ აქვს, რადგან დღეში 500 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპი აღნიშნავს, რომ ირანი ფინანსურად კოლაფსშია, რის გამოც ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურთ, ხოლო სამხედროები და სამართალდამცველები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხელფასებს არ უხდიან.
„ირანს სურვილი არ აქვს, რომ ჰორმუზის სრუტე დაიხუროს, პირიქით, უნდათ, ღია იყოს, რათა დღეში 500 მილიონი დოლარი გამოიმუშაონ (შესაბამისად, სწორედ ამდენს კარგავენ, თუ ის დახურულია). ისინი მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ სრუტის დახურვა სურთ, რომ მე ის სრულიად ბლოკირებული მაქვს (დაკეტილი!), ამიტომ მათ უბრალოდ „სახის შენარჩუნება“ სურთ. ოთხი დღის წინ ხალხი მომადგა და მითხრა: „ბატონო, ირანს სურს, სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნას“. მაგრამ თუ ამას გავაკეთებთ, ირანთან შეთანხმება არასოდეს იქნება შესაძლებელი, თუ არ ავაფეთქებთ მათი ქვეყნის დარჩენილ ნაწილს, მათ ლიდერებთან ერთად!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
