აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტის დაკეტვას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის გამო ირანი ფინანსურად ინგრევა, რადგან ნავთობის რეალიზებას ვერ ახერხებს.
„ირანი ფინანსურად ინგრევა. მათ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურთ. ისინი ფულის უკმარისობას განიცდიან. დღეში 500 მილიონ დოლარს კარგავენ. სამხედროები და პოლიციელები ხელფასის გადაუხდელობას ჩივიან“, – დაწერა ტრამპმა.
კომენტარები
