აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანმა, ჯონ ფელანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანი, ჯონ ფელანი ადმინისტრაციაში თანამდებობას ტოვებს. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – დაწერა პარნელმა.
რა გახდა ფელანის გადადგომის მიზეზი, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, ჰანგ კაო შეასრულებს.
სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანი სამხედრო-საზღვაო ძალების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებაზე, ფინანსურ რესურსებზეა პასუხისმგებელი. სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო და სახმელეთო ძალების მდივნები აშშ-ის პრეზიდენტის კაბინეტის წევრები არ არიან.
კომენტარები
