აშშ-მა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
საკითხთან დაკავშირებული ხუთი წყაროს ცნობით, საუდის არაბეთში მდებარე აშშ-ის მთავარ საჰაერო ბაზაზე უკრაინული პლატფორმა Sky Map-ი ამოქმედდა. სისტემა გამოიყენება შემომავალი დრონების აღმოჩენისთვის, საფრთხის რუკაზე ასახვისა და საპასუხო შეტევების კოორდინაციისთვის.
როგორც „როიტერი“ წერს, ამერიკულ ბაზაზე ჩავიდნენ უკრაინელი სამხედრო სპეციალისტები, რათა ამერიკელ სამხედროებს Sky Map-ის გამოყენება ასწავლონ.
როგორც გამოცემა წერს, Sky Map-ი უკვე გამოიყენებოდა უკრაინაში ირანული დრონების, „შაჰედების“ წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი იყენებდა. ახლა იმავე ტექნოლოგიას ამერიკული ბაზის დასაცავად იყენებენ.
კომენტარები
