დანიაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მგზავრები დაშავდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ინციდენტი კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰილეროდისა და კაგერუპის დამაკავშირებელ რკინიგზის ხაზზე მოხდა.
ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაშავებულია ათამდე ადამიანი. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
კომენტარები
