საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“, ,,მტკვარი“, ,,ქუთაისის აეროპორტი, ,,ნინოწმინდა“ და ,,ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, ნარკოტიკული (45 აბი) და ფსიქოტროპული (108 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებები მარიხუანა (0.91 გრამი) და ოპიუმი (3.48 გრამი) აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
კომენტარები