ირანი მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ასევე ბრძოლისთვის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, ირანის საგარეო უწყება საკუთარ მისიას სახელმწიფოს საერთო მიზნების ნაწილად განიხილავს და დიპლომატიური ძალისხმევა სამხედრო მეთაურებთან მჭიდრო კოორდინაციით გაგრძელდება.
„სადაც ჩვენთვის ბრძოლაა საჭირო, ვიბრძოლებთ. სადაც მოლაპარაკებაა საჭირო, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ჩვენ სრულ ჰარმონიაში ვართ სახელმწიფოს მთლიან პოლიტიკასთან და მიზნებთან“, – განაცხადა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, თეირანი მზად იქნება დიპლომატიური პროცესებისთვისაც, თუმცა „ძლიერი პოზიციიდან“, ისევე, როგორც ირანის შეიარაღებული ძალები ქვეყნის თავდაცვისთვის ემზადებიან.
კომენტარები
