ევროპარლამენტარმა გერმანიიდან მარტინ ზონებორმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასი მწვავედ გააკრიტიკა.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში გერმანელმა კანონმდებელმა კალასის საგარეო კურსი გააკრიტიკა და მას უმაღლესი წარმომადგენლის ნაცვლად უდაბლესი წარმომადგენელი უწოდა.
„ის არის უდაბლესი წარმომადგენელი. ის იყო პრემიერ-მინისტრი ქვეყნის, რომელიც მოსახლეობით მიუნხენზე მცირეა. მან დაწერა წიგნი, რომელშიც არაფერი წერია. მამამისის (სიიმი კალასის) გარეშე ის, სავარაუდოდ, სახელმწიფო მოხელე ვერ გახდებოდა და მისთვის მეტად შესაფერისი საქმიანობით დაკავდებოდა (ცხოვრების წესის ინფლუენსერად)“, – დაწერა ზონებორმა.
მისი განცხადებით, კალასი იმდენად ცუდია, რომ მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ ხვდება.
„მან ჩინეთი „ავადმყოფობას“ შეადარა, ხოლო ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკა „სიმსივნეს“, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები დღემდე ებრძვიან „მორფინის დოზებით“ (კორპორაციული სუბსიდიებით) იმის ნაცვლად, რომ „ქიმიოთერაპია“ დაიწყონ (პროტექციონიზმი და ეკონომიკური ომი).
და ახლა ის ევროპარლამენტში აცხადებს, რომ ევროკავშირს, რომელიც მისი წინამორბედების დროს, ყოველ შემთხვევაში, ირანული დიპლომატიისთვის ცენტრი იყო, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით სტრატეგია არ აქვს,, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი რამ ხდება“, – დაწერა მან.
ევროპარლამენტარის თქმით, ინტერნეტში კალასს „სულელ ბარბისაც“ ეძახიან და ბევრი გამოდის იდეით უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას უდაბლესი წარმომადგენლის სახელი გადაარქვან.
„პარლამენტში ჩვენ კალასს (და მის ფეთქებადსაშიშ სითხეს, ლტოლვას ყურადღებისკენ და საკუთარი თავის გადაფასებისკენ) ჩუმად ევროპულ ბირთვულ ვარიანტს ვუწოდებთ: ის ჩვენი პატარა (მეტად ეკოლოგიური) ატომური ბომბია, რომელთან შეხების შემდეგ ყველაფერი მომენტალურად იფერფლება“, – დასძინა მან.
