ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები სრულად ემიჯნებიან იმ ვითომ გაადამიანურებულ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფს, რომელსაც წარმოადგენენ ჩერგოლეიშვილი, გვარამია და ვაშაძე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
„თუმცა ვხედავთ, რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ“, – აღნიშნა მან.
წილოსანმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციაში განხეთქილება კიდევ უფრო მძაფრდება.
ოპოზიციაში დაპირისპირება ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც „ტვ პირველს“ ერთ-ერთ ფეისბუქ-პოსტში „უბორნია“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ ტელევიზიაში ის დაბლოკილია. ჩერგოლეიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფას გიორგი ვაშაძე პირად შეურაცხყოფად იღებს.
კომენტარები
