ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების ახალი რაუნდისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარასკევს ნაშუადღევის მდგომარეობით, დარტყმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.
„მთავრობასთან დაკავშირებული გარემოებები“ ხელს უშლის პრეზიდენტ ტრამპს, დაესწროს თავისი შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ამ უქმეებზე, განაცხადა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
რამდენიმე წყაროს ცნობით, აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურების ზოგიერთმა წევრმა, შესაძლო დარტყმების მოლოდინში, დაგეგმილი დასვენება გააუქმა.
თავდაცვისა და სადაზვერვო უწყებების წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ არსებული აშშ-ის ბაზებისთვის სარეზერვო და საგანგებო გამოძახების სიების განახლება დაიწყეს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში განლაგებული სამხედრო შენაერთების ნაწილი როტაციის წესით ტოვებს სამხედრო მოქმედებების თეატრს.
აპრილის დასაწყისში დროებითი ზავის ამოქმედების შემდეგ, აშშ და ირანი დიდწილად თავს იკავებდნენ ერთმანეთზე დარტყმებისგან, რამაც მათ დრო მისცა უფრო გრძელვადიან შეთანხმებაზე ირიბი მოლაპარაკებების საწარმოებლად.
