საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ქალაქ ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, აიანო კუნიმიცუსთან.
იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში კანდიდატთა ურთიერთმხარდაჭერა, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა და ორი ქვეყნის ქალაქებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.
კომენტარები
