რუსეთის ფედერაციამ ხარკოვზე, ოდესასა და სუმიზე მიიტანა იერიში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხარკოვში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაშავდა 2 ადამიანი.
ოდესაში, რუსეთის ღამის თავდასხმის შედეგად, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული შენობა და ინფრასტრუქტურა. დაშავდა 5 ადგილობრივი მცხოვრები, მათგან 2 ჰოსპიტალიზებულია.
სუმში დრონი „გერან-2“ საცხოვრებელ სექტორში დაეცა, რის შედეგადაც დაზიანდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ხოლო რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ფანჯრები ჩაიმსხვრა. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კომენტარები
