ვატყობ, მგონი, მელია-სააკაშვილი და გვარამია-სააკაშვილი ჩვენი გასაშველებელი გახდებიან, იმდენად სერიოზული დაპირისპირება აქვთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ვითომ როდესაც ერთიანდებიან, იმ დღესვე აცხადებენ, რომ, გაერთიანების მიუხედავად, ცალ-ცალკე არიან.
„არქივი ნახეთ, სადაც ამბობენ, რომ ცალ-ცალკე გზები აქვთ. ეს მათი ბუნებაა. შემდეგ ეს ხალხი კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს. მაშინ, როცა ერთ განცხადებაზე ვერ თანხმდებიან, თურმე საქართველოში კოალიციურ მთავრობას შექმნიან. ამიტომაც არის, რომ მათი მხარდამჭერები ყოველდღე მცირდებიან. მათი წარმატების იმედი მათ პატრონებსაც კი აღარ აქვთ. სააკაშვილი და მელია არარსებულ ძალაუფლებას ვერ იყოფენ. ამ ხალხს არაფერი აქვთ, ერთმანეთს ეჩხუბებიან და მათ რომ ძალაუფლება ჰქონდეთ, წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებიან – ვინ ვის დაარტყამს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
