ირანში 2026 წლის საპროტესტო აქციების მონაწილე ორი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს.
ქვეყნის სასამართლო ორგანოს საინფორმაციო სააგენტოს, Mizan-ის ცნობით, ირანმა მეჰრდად მოჰამადინი და აშკან მალეკი თეირანში მეჩეთისთვის ცეცხლის წაკიდებაში, საზოგადოებრივი ქონების დაზიანებასა და უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების ორგანიზებაში დაადანაშაულა.
Mizan-ის ინფორმაციით, მათი სიკვდილით დასჯის განაჩენი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.
ცნობისთვის, 2026 წლის დასაწყისში ირანში საპროტესტო აქციები ეკონომიკური სირთულეების გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ აქციები ძალის გამოყენებით ჩაახშო, რასაც, სხვადასხვა ცნობით, ასობით აქტივისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები
