„ნაცმოძრაობა“ დესტრუქციულია და მათი შედეგიც მუდამ დესტრუქციაზე იყო ორიენტირებული, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს დესტრუქცია თავად ამ ორგანიზაციებს ჭამს.
“ოპოზიციას შორის არსებული პიროვნული ურთიერთობების გარჩევაში არ შევალ, არც ერთის ურთიერთობა არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკა, რასაც „ნაცმოძრაობა“, მასთან ხან დაშლილი, ხან გაერთიანებული და ხან ასოცირებული პოლიტიკური ძალები აწარმოებენ, დესტრუქციულია და შედეგიც მუდამ დესტრუქციაზე იყო ორიენტირებული. საბოლოო ჯამში, ეს დესტრუქცია თავად ამ ორგანიზაციებს ჭამს და ეს ამ ლიდერების დაპირისპირებაში აისახება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კომენტარები
