სახელმწიფო მდივნის მოადგილის მკაფიო გზავნილები, რომლებიც საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაჟღერდა, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის იმედის მომცემია. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უფრო მეტად განვითარების წინაპირობაა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ საკმაოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი არის დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში და ის ძლიერი გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ არის იმედის მომცემი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება და გვექნება ახალი შესაძლებლობები, იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მივიდეს ისეტ ნიშნულზე, რომელსაც იმსახურებს საქართველო და აშშ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
