აშშ-მა კუბის პრეზიდენტს, მიგელ დიას-კანელს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-მა კუბის პრეზიდენტს, მიგელ დიას-კანელს და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები.
სანქციების გამოცხადების პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, კუბა „კარგად მართული ქვეყანა“ იყოს.
„ეს არის წარუმატებელი ერი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძალიან კარგი გეგმა კუბისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები
