ავღანეთის ხელისუფლების მტკიცებით, პაკისტანის ავიაიერიშს ქვეყანაში 13 ადამიანი ემსხვერპლა. ავღანეთის ხელისუფლების პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, პაკისტანის სამხედრო ავიაციამ ავღანეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და კუნარის, ხოსტისა და პაკტიკის პროვინციებში მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები დაბომბა.
ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლის მტკიცებით, დაბომბვის შედეგად 11 ბავშვი, ერთი ქალი და ერთი ხანდაზმული მამაკაცი დაიღუპა.
ავღანეთში აცხადებენ, რომ ავიაიერიშის შედეგად კიდევ 14 ქალი და ბავშვი დაშავდა.
კომენტარები
