კახეთში, თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, “06”-ის მარკის ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები