„ნაციონალური მოძრაობა“ მგონი დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ბედი განსაზღვრულია და ასე დაამთავრებს ყველა, ვინც არა საკუთარი ხალხის, არამედ გარე ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.
„რამდენიმე დღის წინ აპლიკაციის პრეზენტაცია, რომ ჰქონდათ, აპლიკაციით რომ უნდათ ხელისუფლების ხელში აღება ეს კიდევ ცალკე კომიკური სიტუაციაა. შეიკრიბნენ 20 მ² ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას. არასერიოზული ხალხია. ეს არის ყველა იმ ადამიანის გზა, რომელიც არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვის ნაამბობს და ნათქვამს უსმენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარის ვადის ამოწურვამდე ერთი დღე დარჩა და ამ ფონზე უცნობია ჩატარდება საერთოდ ყრილობა თუ არა. შესაძლოა თავმჯდომარის არჩევის საკითხი საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან.
