პოლონელი ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემის შესახებ ოფიციალური ვარშავის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
როგორც ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი სოციალურ ქსელში წერს, გერმანიის ორგანიზებით, პოლონეთის მთავრობამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის იარაღი კიევს გადასცა.
პოლონელი ევროპარლამენტარის თქმით, გლობალურად უპრეცედენტო ფაქტია ის, რომ მთავრობის მეთაურმა ქვეყნის საჰაერო თავდაცვისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ელემენტები, პარლამენტის გვერდის ავლისა და ხალხთან შეთანხმების გარეშე გაასხვისა.
კომენტარები
