თბილისის 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი და განათლების პროფესიული “სინდიკატის” ყოფილი პრეზიდენტის, ტატო (ტარას) შავშიშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხეს. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, მოწმე ტარას შავშიშვილის ჩვენება სამართლებრივად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
“მან გაიხსენა რამდენიმე ეპიზოდი ისეთი, რომლებსაც შეუძლიათ, მნიშვნელოვანი როლი შეიტანონ ბრალდების აბსურდულობის დადასტურებაში”, – განაცხადა ფანცულაიამ.
მისი თქმით, შავშვილის ჩვენების თანახმად, საპატრიარქოს თანამშრომლებს, მათ შორის შორენა თეთრუაშვილს, ხშირად ჰქონიათ პატრიარქთან საუბარი საპატრიარქოში არსებულ დადებით და უარყოფით სიტუაციებზე.
“მაგრამ მან თქვა ასეთი რამ: როდესაც ჩვენ, არასასულიერო პირები, ვესაუბრებოდით პატრიარქს, ის მაქსიმალურად ითვალისწინებდა საკითხებს, გარდა ისეთი საკითხებისა, რომელიც ეხებოდა სასულიერო პირს. პატრიარქის პრინციპი იყო, რომ სასულიერო პირზე გადაწყვეტილება არ მიეღო არასასულიერო პირის საუბრის შედეგად. ამით რისი თქმა მინდა, რომ პროკურატურის მიერ ვარაუდზე აგებული ბრალდება, რომ შორენა თეთრუაშვილის გავლენით, პატრიარქი თანამდებობიდან გადააყენებდა მამალაძეს, ეს ვერსია პრაქტიკულად გამოირიცხა. მან ახსენა, რომ შორენა თეთრუაშვილი სახალხო მედიცინით მკურნალობს, მაშინ, როდესაც ჩვენ გველის შხამზე ვსაუბრობთ და ის ყოველთვის მალავს, რომ მალამოებით მკურნალობს და ის ექიმებში არ დადის და ა.შ. მან გაიხსენა ერთ-ერთი საუბარი, როდესაც გიორგი მამალაძემ თქვა, რომ ეს ქალბატონი შორენა რაღაცას ხომ არ “მიჩალიჩებსო”. მან გაიხსენა ეს კონკრეტული ფაქტი, გაიხსენა, როდის იყო ეს საუბარი, სად იყო, რომელ რესტორანში. მან თქვა, რომ მას (დეკანოზს) არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა “გაჩალიჩებაში”, იმიტომ, რომ მან არ იცოდა, იმ მომენტში იქ ციანიდზე იყო თუ არა საუბარი. მან დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძე ეჭვობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით,” – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
თავად შავშვიშვილმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვა, მან მხოლოდ ის თქვა, რომ სასამართლოში “კანონსაწინააღმდეგო არაფერი უთქვამს”.
რა გაიხსენა მოწმემ სასამართლოზე?
25.07.2017 17:28:38
კომენტარები
ნანახია: 1343 ჯერ
