ახალციხეში, ქმარმა 31 წლის მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. მას ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.
კომენტარები
