უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, ტრაგიკულად დაიღუპა მათი თანამებრძოლის ზაალ ლატარიას ქალიშვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა.
ადგილობრივების თქმით, 26 წლის ლანა ლატარიას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Palitravideo ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს. როგორც მათ წყარო უყვება ახალგაზრდა ქალი სეფსისით გარდაიცვალა.
“ორსულად იყო, მოიწამლა და სეფსისით გარდაიცვალა… მედიკამენტის მიღების შემდეგ სეფსისი განუვითარდა… დედა გერმანიაშია ემიგრანტია, მამა ჯერ არ ჩამოსულა ქვეყანაში,” – უყვება Palitravideo-ს წყარო.
