სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსული ენის დამატებით კურსებზე დადის.
აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომის დროს გააკეთა.
სხდომისას სომხეთის შრომისა და სოციალურ საკითხთან მინისტრმა არსენ თოროსიანმა განაცხადა, რომ ეფექტიანად მუშაობისთვის საჯარო მოხელეებმა უცხო ენები უნდა ისწავლონ, პირველ რიგში ინგლისური, რომლის გარეშე საერთაშორისო კომუნიკაცია შეუძლებელია.
„რატომ მხოლოდ ინგლისური? მაგალითად, მე მმართველობის სახელმწიფო აკადემიაში რუსულ ენაზე დავდივარ. ვიღაცას შეუძლია იაპონურის, ჩინურის, ესპანურის, გერმანულის კურსებზე იაროს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
კომენტარები
