დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, ახალი პრეპარატი, „ჯიბინოსტა“ პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, თუმცა აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება იმ მედიკამენტზე, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველა ბავშვზე გავრცელდება.
„ეს არის სერიოზული წამალი, რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას. ამიტომ, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მაგრამ წინ კიდევ მეტი ბრძოლაა მოსალოდნელი განსაკუთრებით იმ მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება და ასევე გენურ თერაპიასთან დაკავშირებით“, – აცხადებს კახა წიქარიშვილი.
კომენტარები
