მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში, – განუცხადა „ქრონიკას“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.
მიქელაძის თქმით, თვითონ ტერმინი, პროგრესირებადი დისტროფია ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს სწორედ ამ დაავადებების პროგრესირებას.
„მთავარი მიზანი რა არის, რომ შესაბამისად ამ მხნის განმავლობაში, ალბათ მომავალშიც შეიქმნება რაღაც ახალი პრეპარატი, რომელიც უფრო გაუუმჯობესებს ამ ბავშვებს მდგომარეობას. ეს არის ერთობლივი გამარჯვება, ყველასი“, – აღნიშნა მან.
კომენტარები
