ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ლაშა გოლუბიანი საქმეზე პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგმულია… 7 საათი მიმდინარეობდა დღეს ირაკლი ლატარიას დაკითხვა, რომელსაც ადვოკატის რანგში მეც ვესწრებოდი, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 143-ე მუხლით! პროკურატურა საქმის ყველა დეტალით და ნიუანსით დაინტერესდა, საქმეზე ჩატარდება ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიება!!! ერთადერთი რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია ისაა რომ პროკურატურა მოწოდებულია საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისკენ! დაველოდოთ გამოძიების შედეგებს! სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტის მიხედვით თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.”