ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,
“დილიდან ვაკვირდები გამოხმაურებას პრემიერის განცხადებაზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ კოლექტიური ნაც-მოძრაობის ქართული პოლიტიკიდან განდევნა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა.
შინაარსში რომ ვერ შეედავნენ პრემიერს, სიტყვებით ჟონგლიორობა დაიწყეს – „2008 წელი რატომ ახსენა, მანამდე არ იყო ოკუპირებულიო?“
პრემიერს ოკუპაციის ისტორიაზე არ უსაუბრია. საუბარი იყო იმაზე, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია, ხოლო უკრაინაში ომის შემდეგ სწორედ ამ ნარატივის თავსმოხვევა დაიწყეს.
როცა არგუმენტი არ გაქვს, ციტატებს აყალბებ. როცა სიმართლე არ გაწყობს, შინაარსს ამახინჯებ.
შეხედეთ რადიკალებს, დაწყებული ორთოდოქსი ნაცებიდან, დამთავრებული ლიბერალი “ენჯეოშნიკებით” ყველა ერთი “თარგით” ავრცელებს “ნარატივს” – რატომ არ ახსენა 2008 წლამდელი ოკუპაციაო…
ეს არის აგენტოკრატიის ხელწერა-საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, დაკვეთას ასრულებენ. 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა “რუსოფობია”, ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს.”

