აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის თქმით, ქვეყნის სამხედრო ძალებს მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგი არ ეწურება.
ჰეგსეტი გამოეხმაურა „სიენენისა“ და „როიტერის“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა ირანთან მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგების თითქმის 80 პროცენტი ამოწურა.
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უნდა გრცხვენოდეთ. ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისად არ გვძულს მედია, რომელიც ყალბ ამბებს ავრცელებს“, – წერს ჰეგსეტი.
კომენტარები
