პოლონეთმა უკრაინა 15 აგვისტოს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე არ მიიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვარშავა შეიარაღებული ძალების პროფესიულ დღეს მასშტაბური სამხედრო აღლუმის გამართვას გეგმავს.
პოლონეთმა აღლუმში მონაწილეობისთვის მოკავშირე ქვეყნებიდან უცხოელი სამხედროები მიიწვია. კიევი ამბობს, რომ სიაში უკრაინელი ჯარისკაცები არ არიან.
კომენტარები
