ყოველ მხრივ შეტევა ხდება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ მაჩვენებლებზე, რომლითაც წინ ვუსწრებთ არამარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ეს კამპანია წარმატებული ვერ იქნება.
„ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, იმისთვის, რომ საქართველომ ზრდის ტემპი და სტაბილურობა შეინარჩუნოს“, – აღნიშნა მან.
ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა – კოორდინირებულ კამპანიაზე, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პარალელურად, რუსოფობიის გაღვივებას მოიცავს, პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.
კომენტარები
