ლატვიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ლატვიის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი ლატვიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბალვის რეგიონში მოხდა.
შემთხვევის შემდეგ ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გააუქმა საჰაერო საფრთხის შესახებ განგაში რუსეთთან ახლოს მდებარე რეგიონებისთვის.
„ჩვენს საჰაერო სივრცეში საფრთხე აღმოფხვრილია. მოკავშირეთა გამანადგურებლებმა წარმატებით ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი“, – განაცხადა ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა.
დრონის წარმომავლობის შესახებ ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც უკრაინული მედია წერს, საფრენი აპარატი, შესაძლოა, უკრაინული ყოფილიყო. მათივე ცნობით, გუშინ ღამით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა კვლავ შეუტიეს სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე რუსეთის პორტ უსტ-ლუგას, რომლის ლატვიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
